“ულიმიტო” – ეს არის უპრეცედენტო საგაზაფხულო აქცია Jenelly-სგან
დაუჯერებელი გეჩვენებათ? დიახ, ასეა! ჩვენ გთავაზობთ იმას, რასაც სხვაგან ვერსად მიიღებთ საქართველოში. Jenelly-ში არ ვსაუბრობთ ისეთ “წვრილმანებზე” როგორებიცაა პროფესიონალიზმი, ხარისხიანი ბრენდული
მასალები, საუკეთესო ტექნოლოგიები, უმაღლესი დონის ჰიგიენა და ა.შ. Jenelly-ში ჩვენ რეალურად ვზრუნავთ თქვენს სილამაზეზე. სწორედ ამიტომ გთავაზობთ აქციას – “ულიმიტო”.
აი რა უნდა იცოდეთ:
- აქციაში შეგიძლიათ ჩაერთოთ 8 მარტამდე. რეგისტრაციისას ერთხელ იხდით მხოლოდ 30 ლარს, შემდეგ კი ამ ფასში მთელი თვე ულიმიტოდ სარგებლობთ Jenelly-ს სამივე მომსახურებით: თმის შეჭრა, თმის დავარცხნა და მანიკური;
- “ულიმიტო” ნიშნავს, რომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში რამდენჯერაც მობრძანდებით, იმდენჯერ მიიღებთ Jenelly-ს ამ სამ მომსახურებას. მაგალითად: თვის განმავლობაში შეგიძლიათ ხუთჯერ გაიკეთოთ მანიკური, ორჯერ შეიჭრათ თმა და ოთხჯერ დაივარცხნოთ თმა [ან იმდენჯერ, რამდენჯერაც თქვენ მოგესურვებათ];
- რიგში დგომა რომ არ მოგიწიოთ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა;
დაგვირეკეთ ეხლავე (032) 2 312 313