jenelly opening

სილამაზის სალონი JENELLY გაიხსნა

2015 წლის 3 ოქტომბერს ალ. ყაზბეგის 35 ბ-ში გაიხსნა სილამაზის სალონი “JENELLY”, დახვეწილი დიზაინით და მრავალფეროვანი მომსახურებით. უახლოეს მომავალში იგეგმება მეორე ფილიალის გახსნაც, ახალი სერვისები, ფასდაკლებები და საჩუქრები ხშირი სტუმრებისთვის. ამ ეტაპზე შეგიძლიათ მიიღოთ: სტილისტების მომსახურება, მანიკური/პედიკური, კოსმეტოლოგის მომსახურება, მაკიაჟი/გრიმი და სპეციალური გრიმი ჰელოუინისთვის, სოლარიუმი და ეპილაცია უახლესი აპარატით. დეტალური ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ საიტიდან  http://jenelly.ge ან Facebook გვერდიდან.

დემაკიაჟი

დემაკიაჟი – რა უნდა ვიცოდეთ

დემაკიაჟი – სახის კანის მაკიაჟისგან გასუფთავებას ნიშნავს.

დეკორატიული კოსმეტიკა, პრაქტიკულად, არ სცილდება წყლით. ამიტომაც კოსმეტიკაში არსებობს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი საშუალებების საკმაოდ ფართო არჩევანი.

როგორ შევარჩიოთ ჩვენი სახისთვის შესაფერისი დემაკიაჟის საშუალება?

არსებობს სამი ტიპის კანი – ნორმალური, მშრალი და ცხიმიანი. ყოველ მათგანს შესაფერისი მოვლა სჭირდება. მშრალი კანი ხშირად მგრძნობიარეა და მისთვის დამახასიათებელია ადრეული დაბერება და ჭკნობა. ამიტომაც ასეთი ტიპის კანისთვის უნდა შეირჩეს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი ნაზი საშუალება. გამოდგება ორფაზიანი ტონიკები, რომლებიც წყალსა და ზეთებზეა დამზადებული.

ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია სიპრიალე და ის გამონაყარისკენ არის მიდრეკილი.

ამიტომაც ცხიმიანი კანის დემაკიაჟი უფრო ინტენსიური უნდა იყოს. რეკომენდებულია გელები და ქაფები, რომლებიც სველ კანზე ისმევა და შემდეგ წყლით იბანება.

ნორმალური კანი მკვრივი და ელასტიკურია. მისთვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი ფერი. ის არ პრიალებს.