“ულიმიტო“ საგაზაფხულო შეთავაზება Jenelly-სგან?

“ულიმიტო“ საგაზაფხულო შეთავაზება Jenelly-სგან?

“ულიმიტო” – ეს არის უპრეცედენტო საგაზაფხულო აქცია Jenelly-სგან

დაუჯერებელი გეჩვენებათ? დიახ, ასეა! ჩვენ გთავაზობთ იმას, რასაც სხვაგან ვერსად მიიღებთ საქართველოში. Jenelly-ში არ ვსაუბრობთ ისეთ “წვრილმანებზე” როგორებიცაა პროფესიონალიზმი, ხარისხიანი ბრენდული
მასალები, საუკეთესო ტექნოლოგიები, უმაღლესი დონის ჰიგიენა და ა.შ. Jenelly-ში ჩვენ რეალურად ვზრუნავთ თქვენს სილამაზეზე. სწორედ ამიტომ გთავაზობთ აქციას – “ულიმიტო”.

აი რა უნდა იცოდეთ:

  1. აქციაში შეგიძლიათ ჩაერთოთ 8 მარტამდე. რეგისტრაციისას ერთხელ იხდით მხოლოდ 30 ლარს, შემდეგ კი ამ ფასში მთელი თვე ულიმიტოდ სარგებლობთ Jenelly-ს სამივე მომსახურებით: თმის შეჭრა, თმის დავარცხნა და მანიკური;
  2. “ულიმიტო” ნიშნავს, რომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში რამდენჯერაც მობრძანდებით, იმდენჯერ მიიღებთ Jenelly-ს ამ სამ მომსახურებას. მაგალითად: თვის განმავლობაში შეგიძლიათ ხუთჯერ გაიკეთოთ მანიკური, ორჯერ შეიჭრათ თმა და ოთხჯერ დაივარცხნოთ თმა [ან იმდენჯერ, რამდენჯერაც თქვენ მოგესურვებათ];
  3. რიგში დგომა რომ არ მოგიწიოთ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა;

დაგვირეკეთ ეხლავე (032) 2 312 313

 

აქცია 1+1. გაინტერესებთ როგორ გილოცავთ Jenelly ვალენტინობას?

მხოლოდ 13 და 14 თებერვალს …

სპეციალურად სიყვარულის დღესთან დაკავშირებით …

აქცია 1+1

1. შეიძინე სილამაზის სალონ Jenelly-ს ერთი ნებისმიერი პროცედურა და ჩვენ დაგასაჩუქრებთ იმავე ღირებულების ნებისმიერი სხვა მომსახურებით. გადახედე რას გთავაზობთ, ინტერიერშიც შემოიხედეთ, ფასებიც აქვეა.

2. ნებისმიერი სტუმარი, რომელიც 9-14 თებერვალს გვეწვევა ჩვენგან საჩუქრად მიიღებს 20% ფასდაკლების ვაუჩერს ნებისმიერ ჩვენს მომსახურებაზე.

სასაჩუქრე ვაუჩერი

 

jenelly opening

სილამაზის სალონი JENELLY გაიხსნა

2015 წლის 3 ოქტომბერს ალ. ყაზბეგის 35 ბ-ში გაიხსნა სილამაზის სალონი “JENELLY”, დახვეწილი დიზაინით და მრავალფეროვანი მომსახურებით. უახლოეს მომავალში იგეგმება მეორე ფილიალის გახსნაც, ახალი სერვისები, ფასდაკლებები და საჩუქრები ხშირი სტუმრებისთვის. ამ ეტაპზე შეგიძლიათ მიიღოთ: სტილისტების მომსახურება, მანიკური/პედიკური, კოსმეტოლოგის მომსახურება, მაკიაჟი/გრიმი და სპეციალური გრიმი ჰელოუინისთვის, სოლარიუმი და ეპილაცია უახლესი აპარატით. დეტალური ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ საიტიდან  http://jenelly.ge ან Facebook გვერდიდან.

დემაკიაჟი

დემაკიაჟი – რა უნდა ვიცოდეთ

დემაკიაჟი – სახის კანის მაკიაჟისგან გასუფთავებას ნიშნავს.

დეკორატიული კოსმეტიკა, პრაქტიკულად, არ სცილდება წყლით. ამიტომაც კოსმეტიკაში არსებობს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი საშუალებების საკმაოდ ფართო არჩევანი.

როგორ შევარჩიოთ ჩვენი სახისთვის შესაფერისი დემაკიაჟის საშუალება?

არსებობს სამი ტიპის კანი – ნორმალური, მშრალი და ცხიმიანი. ყოველ მათგანს შესაფერისი მოვლა სჭირდება. მშრალი კანი ხშირად მგრძნობიარეა და მისთვის დამახასიათებელია ადრეული დაბერება და ჭკნობა. ამიტომაც ასეთი ტიპის კანისთვის უნდა შეირჩეს მაკიაჟის ჩამოსაშორებელი ნაზი საშუალება. გამოდგება ორფაზიანი ტონიკები, რომლებიც წყალსა და ზეთებზეა დამზადებული.

ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია სიპრიალე და ის გამონაყარისკენ არის მიდრეკილი.

ამიტომაც ცხიმიანი კანის დემაკიაჟი უფრო ინტენსიური უნდა იყოს. რეკომენდებულია გელები და ქაფები, რომლებიც სველ კანზე ისმევა და შემდეგ წყლით იბანება.

ნორმალური კანი მკვრივი და ელასტიკურია. მისთვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი ფერი. ის არ პრიალებს.